Modero Space Design ქმნის ინდივიდუალურად დამზადებულ პრემიუმ ავეჯსა და ინტერიერის დიზაინს საცხოვრებელი და კომერციული სივრცეებისთვის. ჩვენ ვაერთიანებთ თანამედროვე დიზაინს, ფუნქციურობასა და მაღალი ხარისხის მასალებს, რათა შევქმნათ თქვენზე მორგებული სივრცეები.
ჩვენ სპეციალიზებულები ვართ ავეჯისა და კარების დამზადებაში: სამზარეულო, საძინებელი, საბავშვო და საოფისე ავეჯი, TV კედლები და რეტრო სტილის გადაწყვეტილებები. ვისმენთ თქვენს სურვილებს და ვქმნით პრაქტიკულ და ესთეტიკურ დიზაინ გადაწყვეტილებებს.
Modero Space Design გთავაზობთ სრულ მომსახურებას — დიზაინი, წარმოება და მონტაჟი, ხარისხის მკაცრი კონტროლითა და დეტალებზე ორიენტირებული მიდგომით.
ჩვენ არ ვზღუდავთ მომხმარებლების სურვილებს კვადრატული ღირებულების მიხედვით.
დღევანდელ ბაზარზე არსებობს ფასადის, ფურნიტურის და მექანიზმების მრავალფეროვანი არჩევანი სხვადასხვა საფასო კატეგორიაში.
შესაბამისად, კვადრატული ფასი წინასწარ ვერ განისაზღვრება.
ფასის დასადგენად აუცილებელია, პირველ რიგში, მოხდეს მასალებისა და კომპონენტების შერჩევა მომხმარებლის ბიუჯეტის შესაბამისად — ამის შემდეგ შესაძლებელია ზუსტი ღირებულების გამოთვლა.
შესრულების ვადა განისაზღვრება პროექტის სირთულითა და ობიექტის მიმდინარე მდგომარეობით — რემონტის პროცესშია თუ დასრულებულია. ზუსტი ვადები განისაზღვრება წინასწარი შეფასების შემდეგ
ჩვენი მთავარი საქმიანობა თბილისსა და მის ახლომდებარე ზონებს მოიცავს, თუმცა პროექტის მასშტაბიდან გამომდინარე, მზად ვართ რეგიონებშიც განვახორციელოთ სამუშაოები.