L-ფორმის სამზარეულო შექმნილია თანამედროვე ცხოვრების სტილისთვის
იდეალურად ერგება სტუდიოს ტიპის ინტერიერს, სადაც სამზარეულო და TV ზონა ერთიან სივრცეს ქმნის. L ფორმის დაგეგმარება უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს, სამუშაო ზედაპირების სწორ განაწილებას და თავისუფალ მოძრაობას.
ქვედა კარადები დამზადებულია MDF-ისგან, ხოლო ზედა კარადები — დაშპონილი MDF-ის, რაც ინტერიერს მატებს ბუნებრივ ტექსტურასა და ვიზუალურ სიღრმეს. მასალების ეს კომბინაცია ქმნის ჰარმონიულ და თანამედროვე იერს.
სამზარეულოში ჩაშენებულია მიკროტალღური, ღუმელი და მაცივარი, რაც სივრცეს ტოვებს სუფთად და ორგანიზებულად. გამოყენებულია გერმანული Hettich-ის მექანიზმები, რომლებიც გამოირჩევა სიზუსტით, გამძლეობითა და რბილი დახურვის სისტემით.
ეს სამზარეულო წარმოადგენს ფუნქციურ და ესთეტიკურ გადაწყვეტას მათთვის, ვინც ეძებს ხარისხს, პრაქტიკულობასა და თანამედროვე დიზაინს ერთ სივრცეში. ვენი სხვა ნამუშევრები იხილეთ გალერაში.