MDF შემოსასვლელი ავეჯი სარკით, ღია საკიდით და დახურული სათავსოებით

მინიმალისტური შემოსასვლელი

MDF შემოსასვლელი შექმნილია თანამედროვე ინტერიერის მოთხოვნების გათვალისწინებით.

მინიმალისტური დიზაინი და თბილი ტექსტურები ქმნის ელეგანტურ და მოწესრიგებულ გარემოს. ინტეგრირებული LED განათება სარკის გარშემო ვიზუალურად აფართოებს სივრცეს და ამატებს თანამედროვე შტრიხს. კომბინირებულია დახურული სათავსოები, ღია საკიდი ზონა და პრაქტიკული დასაჯდომი სივრცე. მასალა გამოირჩევა გამძლეობით, სტაბილურობით და ხანგრძლივი ექსპლუატაციით, რაც უზრუნველყოფს ყოველდღიურ კომფორტს.

პროექტში გამოყენებულია ავსტრიული Blum-ის მექანიზმები. ჩვენი სხვა ნამუშევრები იხილეთ გალერეაში, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა პროექტები, რათა მარტივად შეარჩიოთ თქვენთვის იდეალური კომბინაცია.

მოითხოვე ზარი